ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა ორმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 40 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი – 8,050 პროცენტით, მაქსიმალური 8,230 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8,095 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური განაკვეთი 11.750% შეადგენდა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.
სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
17/08/2016