საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. საქართველოს ეროვნული ბანკიდან განაცხადეს, რომ აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 84 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი – 7.300 პროცენტით, მაქსიმალური – 7.650 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.510 პროცენტით განისაზღვრა.
სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
04/01/2017