საწარმო არის ქალაქისთვის და ეკოლოგიისთვის სრულიად უსაფრთხო

26/01/2023

რუსთავში სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში დაარსებული საწარმო “სერპენსის” რებრენდინგის და კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია მოეწყო. პრეზენტაციას საქართველოს მთავრობის წევრები: ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილთან, პარლამენტარ ალექსანდრე დალაქიშვილთან და სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.
“სერპენსი” არის ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გადაიარაღებული და სრულად შეესაბამება თანამედროვე ეკოლოგიურ სტანდარტებს, სწორედ ამიტომ საწარმო არის ქალაქისთვის და ეკოლოგიისთვის სრულიად უსაფრთხო. საწარმოს ფუნქციონირებამ ხელი შეუწყო ეკონომიკის განვითარებას, სამუშაო ადგილების ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ამ ეტაპზე “სერპენსში” 70 ადამიანი უკვე დასაქმებულია. რუსთავში, ამერიკული სტანდარტის, ნავთობპროდუქციის გადამამუშავებელი ქარხნის “სერპენსის“ მშენებლობა, რომელიც აქამდე “რუსთავოილით“ იყო ცნობილი, 2018 წელს დაიწყო. საწარმოს მშენებლობისთვის, 2017 წელს, სახელმწიფომ კომპანიას “აწარმოე საქართველოს” პროგრამის ფარგლებში, რუსთავში, 585 726 ლარად შეფასებული მიწის ფართობი გადასცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0