საჩხერის ჯანდაცვის ცენტრში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს

26/09/2017

საჩხერის ჯანდაცვის ცენტრში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს.
ფრანგული წარმოების ვაქცინა “ვაქსი-გრიპი” ჯანდაცვის ცენტრს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა უსასყიდლოდ გადასცა.
ვაქცინა მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვისაა განკუთვნილი, რომელშიც სამედიცინო პერსონალი, 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებული მოზარდები, დიალეზდამოკიდებული პაციენტები, შშმ პირები, ასევე ხანდაზმულთა დღის ცენტრის, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დაწესებულებების პერსონალი და აღსაზრდელები მოიაზრება.
მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვაქცინაცია უფასოა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0