საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გამრიცხველიანების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სს ,,ენერგოპრო ჯორჯია“-ს სამხრეთ საქართველოს ფილიალის საჩხერის მომსახურების ცენტრის თანამშრომლები სამუშაოებს სარეკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ქვემოხევში ასრულებენ. ასევე ცხომარეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: ცხომარეთი, მოხვა, უზუნთა; ჭალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ სპეთში; ჭალოვანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: ხვანი, ჭალოვანი, ღოდორა. ზემოაღნიშნულ სოფლებში სამუშაოების დასრულების შემდეგ საჩხერის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გამრიცხველიანებული იქნება .
საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გამრიცხველიანების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
03/07/2017