საქართველოში ფრანგული კომპანიის წარმომადგენლობა იმყოფება, რომელიც დღეს საჩხერეს ეწვევა. ფრანგული საპროექტო ფირმის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის პირველ პირს შეხვდებიან და საჩხერეში საბაგირო გზის დაპროექტება-მშენებლობის საკითხებს განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ საბაგირო გზის გაკეთება საჩხერე-მოდინახე-გორიჯვრის მიმართულებით საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მალხაზ ბაზაძის ინიციატივით იგეგმება.
საჩხერე-მოდინახე-გორიჯვარის მიმართულებით საბაგირო გზა გაკეთდება
17/10/2016