მალხაზ ბაზაძის ინიციატივით საჩხერეში საბაგირო გზის მშენებლობა დაიწყება. ამასთან დაკავშირებით საჩხერეში, ქართულ მხარესთან ერთად ფრანგული კომპანია poma-ს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ ადგილზე დათვალიერეს და შეისწავლეს აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის საჭირო პირობები. ამ კუთხით დაწყებულია წინა საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებელი სამუშაოები. სამომავლოდ დაგეგმილია ციხესიმაგრე მოდინახეს აღდგენაც.
საჩხერეში საბაგირო გზის მშენებლობა დაიწყება
18/10/2016