საჩხერეში მეწარმეობის პრაქტიკული კურსი – „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ტრენინგის მონაწილეებს პროექტი მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა წარუდგინეს. სასწავლო კურსის მიზანია მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება, სახელმწიფო პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება. აღნიშნული კურსი წელს უკვე ჩატარდა მარტვილში, თეთრიწყაროში, ზესტაფონში, ფოთში, მესტიაში, ახალციხესა და ბორჯომში. პროექტი ხორციელდება პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თანამშრომლობით, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.
საჩხერეში მეწარმეობის პრაქტიკული კურსი ჩატარდა
02/05/2023