საშობაო მსახურებას პატრიარქი აღავლენს

06/01/2021

6 იანვარს, 23:00 საათზე დაიწყება საშობაო მსახურება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე აღავლენს.

„საშობაო მსახურება დაიწყება ოთხშაბათს, საღამოს 23:00 საათზე, რომელსაც აღასრულებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II”,- აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამასთანავე, საპატრიარქოს ინფორმაციით, 7 იანვარს, თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა – „ალილო“ არ მოეწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0