საყანე ფართობებს სერიოზული საფრთხე შეექმნებოდა

27/06/2016

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ქალაქის ტერიტორიაზე საყანე ფართობებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც გამგებლის წარმომადგენელმა ლადო ნანაძემ განაცხადა, შემოსული იყო 200 -მდე მოქალაქის ხელმოწერით განცხადება, ისინი საყანე ფართობების შეღობვასა და სანიაღვრე არხის გაჭრას ითხოვდნენ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძის გადაწყვეტილებით, სასწრაფოდ დაიწყო სამუშაოების ჩატარება. დაიწყო არხის გაჭრა, უკვე შეძენილია შესაღობი მასალა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მოსახლეობას გაესაუბრა. ისინი აღნიშნავენ: – რომ არა მუნიციპალიტეტის გამგებლის სწრაფი რეაგირება, საყანე ფართობებს სერიოზული საფრთხე შეექმნებოდა. მადლობას ვუხდით ბატონ ზაზა ურუშაძეს გულისხმიერებისათვის – განაცხადეს ქალაქის მცხოვრებლებმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0