საქსტატის მონაცემით, საქართველოში ინფლაციის დონემ 5,6 პროცენტი შეადგინა

04/03/2016

მიმდინარე წლის თებერვალში, 2015 წლის თებერვალთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 5,6 პროცენტი შეადგინა.  წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 4,6 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,43 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (33,0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (10,6 პროცენტი) და ყავა, ჩაი და კაკაო (10,0 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 10,5 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 1,00 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები ძირითადად გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (19,6 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11,4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14,3 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,84 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმის (16,5 პროცენტი), ასევე ალკოჰოლური სასმელების (14,0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა: ფასები გაიზარდა 10,5 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,68 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0