სასტუმროში Holiday Inn, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო მუნიციპალიტეტების ადგილობრივი განვითარების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაზე, რომლის მხარდამჭერი გაეროს განვითარების პროგრამაა, საქართველოს და სომხეთის ადგილობრივ ხელისუფლებათა წარმომადგნლებმა ერთმანეთს გაუზიარეს წარმატებული გამოცდილება, დაიგეგმა ორი ქვეყნის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ფორუმის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი. სამუშაო თემატური ჯგუფების ფორმატში თანამშრომლობა დაისახა შემდეგი მიმართულებებით: მუნიციპალური მომსახურებები, ტურიზმი და მცირე ბიზნესი, მწვანე ეკონომიკა. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდა გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი. საქართველო-სომხეთის სასაზღვრო მუნიციპალიტეტების ადგილობრივი განვითარების ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს ადგილობრივი თვითმართველობის ეროვნული ასოციაცია და სომხეთის თემთა კავშირი.
საქართველო-სომხეთის სასაზღვრო მუნიციპალიტეტების ადგილობრივი განვითარების ფორუმი გაიმართა
20/02/2020