საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით”,- წერს ზალკალიანი “ტვიტერზე”, რითაც სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას #standwithukraine უერთდება.