საქართველო პენიტენციური სისტემის მართვის სფეროში ხორვატიის გამოცდილებას იზიარებს

Tuesday February 20th, 2024

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ხორვატიაში ვიზიტის ფარგლებში, ლეპოგლავას ციხის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. ქართულმა დელეგაციამ ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ინფორმაცია მიიღო პენიტენციურ დაწესებულებაში მოქმედი პატიმართა რეაბილიტაციის, დასაქმების, საგანმანათლებლო და სპორტული პროგრამების შესახებ. რატი ბრეგაძემ ციხის ადმინისტრაციას ქართული ინოვაციები გააცნო. მასპინძელი მხარე განსაკუთრებით დაინტერესდა „რე-მარკეტისა“ და „ციფრული უნივერსიტეტის”, აგრეთვე, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში იუსტიციის სახლების ფუნქციონირებით.
საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა სასჯელაღსრულებისა და დანაშაულის პრევენციის სფეროებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით პარტნიორი ქვეყნების პრაქტიკის შესწავლას უწყება მომავალშიც გააგრძელებს. ქართული დელეგაცია ზაგრებში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომლის მიზანი კანდიდატი ქვეყნებისათვის ევროკავშირში გაწევრების გზაზე ხორვატიის წარმატებული გამოცდილების გაზიარებაა. რატი ბრეგაძემ ღონისძიებაზე საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმები წარადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0