საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელიც ისევ ევროპაზე ოცნებობს

21/05/2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი EURONEWS-ის მიერ გამართულ დებატებს “ხალხის ევროპა თუ პოპულისტების ევროპა” დაესწრო.

“გამარჯობა!ოდნავ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ვარ, რადგან ევროპა, რომელზედაც უნდა გესაუბროთ, არ არის პოპულიზმის ევროპა, არ არის უკმაყოფილების ევროპა, არ არის ევროპა, სადაც ყალიბდება სხვადასხვა მოძრაობები, რომლებიც ცდილობენ მის დაშლას ან დასუსტებას, არამედ ეს არის ევროპა, რომელსაც ჩვენ ველით, რომელსაც ენთუზიაზმით ვუყურებთ. საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელიც ისევ ევროპაზე ოცნებობს, ეს არის ოცნება, რომელიც თქვენ ყველას გქონდათ წლების ან ათწლეულების უკან, ოცნება, რომლითაც ჩვენ ამჟამად ვცხოვრობთ. თუ თქვენ ჩამოხვალთ საქართველოში, თუ ეწვევით თბილისს, ნახავთ, რომ ჩვენი სახელმწიფო შენობების უმეტესობაზე აღმართულია ევროპის დროშები, ნახავთ, რომ ჩვენ არსებითად ევროპისკენ ვიყურებით. ქართველები ყოველდღიურად მხარს უჭერენ ევროპას. სამწუხაროდ, ქართველები არიან როგორც ლეგალურ, ისე არალეგალურ მიგრანტებს შორის, რომლებიც ჩამოდიან ევროპაში, რადგან ეს არის მათ მიერ აღქმული მომავალი. ჩვენ, ხელისუფლება, ვაშენებთ რაც შეიძლება მეტად ევროპულ ქვეყანას, რათა ხვალ ახალგაზრდობას საქართველოში ჰქონდეს ის, რაც გაქვთ თქვენ – ცხოვრების ევროპული სტანდარტები, ევროპული სოციალური დაცვა, ევროპული გარემოს დაცვა და უსაფრთხოება, რომელიც არსებობს თქვენთან, ეს ევროპული მშვიდობა, რომელიც ევროპის ფუნდამენტია, რომელმაც ყველა გამოწვევას გაუძლო და რომელიც ზოგჯერ დღეს ევროპის მოსახლეობას იმდენად ბუნებრივი ეჩვენება, რომ არ არსებობს მისი ყოველდღიურად დაცვის საჭიროება და რომლის წყალობითაც ევროპაში შეგვიძლია თავს მივცეთ იმის ფუფუნება, რომ ვიყოთ პოპულისტური, სკეპტიკური, ანტიევროპული, რადგან ყველაფერი გარანტირებულია.
ზოგიერთი ევროპელის ხედვით საქართველო ცოტა უფრო შორს არის, თურქეთის მეორე მხარეს, მაგრამ ის საკუთარ თავს ძალიან განსხვავებულად აღიქვამს შავი ზღვის მეორე ნაპირზე, ზღვის, რომელიც სულ უფრო ევროპული ხდება, უფრო და უფრო უახლოვდება ევროპას. ის ასევე თავს გრძნობს ევროპად, ზოგჯერ ევოპელებზე მეტადაც კი, მისი უძველესი სტატუსის გამო, რადგან ის სომხეთთან ერთად არის ქრისტიანობის აკვანი, ღვინის სამშობლო, ევროპული ღირებულებების აკვანი, რომელთა ხორცშესხმასაც ის ცდილობდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში – როგორიცაა ტოლერანტობა, რომელიც ცოტ-ცოტა ყველგან ქრება (მათ შორის ჩვენთან, ხანდახან ჩვენზე თავდასხმის მიზნით), მაგრამ ეს არის ღირებულება, რომელიც მან შეინარჩუნა საუკუნეების განმავლობაში. მაგალითად, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც პირველი ებრაული დიასპორა და ადგილობრივი მოსახლეობა 27 საუკუნის განმავლობაში მშვიდობიანად თანაარსებობდნენ და ისარელის სახელმწიფო ეუბნება საქართველოს სახელმწიფოს: თქვენ ერთადერთი ქვეყანა ხართ, რომელსაც ბოდიშის მოხდა არ სჭირდება. ეს არის ისტორიის დიდებულ გაკვეთილი და თავისთავად ევროპული გაკვეთილი. გაკვეთილი, რომელსაც ევროპა არ ივიწყებს ან არ უგულებელყოფს, არამედ ეს არის თავისთავად ევროპული თანაარსებობის საფუძველი, რომელმაც შექმნა ევროპა. რადგან ევროპა არ არის მხოლოდ კანონმდებლობა, ეს არ არის მხოლოდ სივრცე გაცვლებისთვის ან ფისკალური სივრცე, ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი ეროპული თავდაცვა და უსაფრთხოება, ეს არის ამ ღირებულებების ერთობლიობა, რომლებთან კუთვნილებაზეც აცხადებს პრეტენზიას საქართველო. ევროპა საქართველოსთვის მხოლოდ წარსული არ არის. ის ასევე არის მისი აწმყო, რაც ძალიან ძლიერად იგრძნობა. საქართველომ იცის, რა არის მონობა, დატოვა რა საბჭოთა იმპერია, რომელიც იყო მონობის იმპერია. მან იცის თავისუფლების და ხელახლა მოპოვებული დამოუკიდებლობის ფასი. და თუ ის უმზერს ევროპას, ის იყურება სივრცისკენ, რომელიც საშულებას მისცემს ქვეყანას, რომ იარსებოს ხელახალი მონობისა და დამოკიდებულების გარეშე. მან გადაიტანა ომი არც ისე დიდი ხნის წინ, ზუსტად 10 წლის წინ და მან იცის საკუთარი საზღვრების დაცვის ფასი. ამჟამად მისი ორი ტერიტორია ოკუპირებულია და საოკუპაციო ხაზი დედაქალაქიდან დაახლოებით 40 კილომეტრით არის დაშორებული. ასე რომ ზოგიერთი რამ, რაც ევროპული აზროვნებისთვის მოძველებულია, ჩვენთვის საკმაოდ აქტუალურია და ჩვენ ვიცნობთ იმ სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ. ეს არის უახლოესი მეზობლების სამყარო. ეს არის რუსეთი ჩრდილოეთით, ყოველდღიური მუქარის წყარო, რომელიც ცდილობს, რომ აწონოს შიდა კონსენსუსი და შიდა დემოკრატია, ცდილობს, რომ თავს მოგვახვიოს მისი ღირებულებები, პრაქტიკა, ზუსტად ისევე, როგორც ევროპაში, გაავრცელოს ყალბი ინფორმაცია და გამოიყენოს ზეწოლის სხვადასხვა ფორმები, პირდაპირი ან ირიბი. დღევანდელ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან გააკეთა საკუთარი ევროპული არჩევანი, შეუერთდა ევროპულ სამეზობლოს – სამეზობლო პოლიტიკას, რომელიც არსებობდა თხუთმეტი წლის უკან და ამი შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევდა პროგრესს; შეუერთდა პარტნიორობას, რომელიც დღეს ათი წლისთავს აღნიშნავს და ხუთი წლის შემდეგ მიღწეული იქნა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, მიღებული იქნა ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი მოძრაობის შესახებ შეთანხმება. ეს ყველაფერი აგრძნობინებს საქართველოს, რომ ის ევროპის მიმართულებით მოძრაობს. საქართველო ასევე გრძნობს, რომ ევროპა მას თავისთავად უახლოვდება, განსაკუთრებით იმ ფაქტის გამო, რომ შავი ზღვა გახდა კომუნიკაციის ზღვა, ტრანსპორტირების ზღვა და ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ახალი ევროპული პროექტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა ომის მიუხედავად, რუსეთის კონკრეტული ამბიციის მიუხედავად, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს გზას ევროპისა და ნატოსკენ (რადგან ეს ყველაფერი იყო მიზანი, მაგრამ განსაკუთრებით ვეროპული მისწრაფებები) და იმ ფაქტის მიუხედავად, რომ რუსეთმა გააკეთა ყველაფერი რაც შეეძლო, რათა დაებლოკა, შეენელებინა, თავიდან აეცილებინა ეს მოძრაობა. მაგრამ ეს მოძრაობა შეუქცევადია, ეს ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში გასული წლიდან. ჩემი არჩევა არის ევროპული არჩევანი, რაც ცხადი იყო მთელი საარჩევნო კამპანიის დროს, ეს არჩევანი გაკეთდა იმიტომ, რომ მე ვიყავი ის, ვინც ვიყავი, ის ვინც საფრანგეთიდან მოდიოდა, ევროპელი ამ ევროპული პროექტით, რაც მიიღეს და რასაც ხმა მისცეს ქართველებმა გასულ ნოემბერში. რას ეძებს საქართველო ევროპაში? ის ეძებს ამ პერსპექტივას, განსაკუთრებით – მშვიდობას და უსაფრთხოებას, ის ეძებს ყველაფერს, რაც დღეს ევროპელების მიერ დავიწყებულია, რადგან ჩვენ ვიმყოფებით გარეთ. არსებობს ისეთი საკითხები, რომლებიც შეგვიძლია უკეთესად დავინახოთ, როდესაც ამას ვუყურებთ გარედან და არა შიგნიდან და ჩვენზე გავლენას ახდენს ეს ყოველდღიური პრობლემები, რომლებიც ზოგჯერ ძალიან სერიოზულია. ჩვენ გარედან ეჭვის თვალით ვუყურებთ დიდ ბრიტანეთს, რომელსაც სურს ევროკავშირის დატოვება, სადაც შესვლა ჩვენ ასე ძალიან გვინდა. ჩვენ გარკვეულწილად არ გვესმის პოპულიზმის ზრდა, რადგან თუ ამ პოპულიზმის მოტივაციად შიშს და შეშფოთებას განვიხილავთ, ამ ყველაფრის შემდეგ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც გადაიტანა მე-20 და 21-ე საუკუნეების ყველა შოკი საკმაოდ მოკლე პერიოდში: იმპერიიდან გამოსვლა, რომელიც სრულად იყო ჩაკეტილი, რკინის ფარდა, რომელიც დანარჩენი სამყაროსგან გვყოფდა, შოკი, როდესაც მარტო დარჩენის შემდეგ პატარა ქვეყანა 5 მილიონზე ნაკლები მოსახლეობით აღმოჩნდა გლობალიზებულ სამყაროში, გარე კულტურებთან ურთიერთქმედების შოკი, ეს ყველაფერი, რაც აშფოთებს დღეს ევროპის მოსახლეობას, ჩვენ სრულად გავიარეთ ისე, რომ ამისთვის მზად არ ვიყავით. თუმცა ჩვენი პასუხი ამ შიშზე, ამ შეშფოთებაზე, რაც ყველასთვის ცნობილია, როგორიცაა დღევანდელი ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი მუქარები, ამ პატარა ქვეყნისთვის, რომელიც შესაძლოა ხვალ ევროკავშირის ექსპერიმენტების ლაბორატორია გახდეს მისი ბიომრავალფეროვნების გამო (რაც შესაძლოა ძალიან სასარგებლო იყოს ამ გაგებით) არის ის, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი შოკი. მაგრამ ჩვენი პასუხი ამ შოკზე არის ერთსულოვანი პასუხი, მხოლოდ ჩვენი შესაძლო სოლიდარობა, ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა, რომ რაც შეიძლება მეტად დავუახლოვდეთ ევროპას. საინტერესოა, რომ ეს პასუხი გაცემულია არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების და ჩემს მიერ, არამედ ქართველი ხალხის მიერ, რომლის 80% ამბობს, რომ სურს ევროპა და რომელიც ამას მუდმივად აკეთებდა გასული თხუთმეტი წლის განმავლობაში. საზოგადოებივი აზრის გამოკითხვისას სურათი არ იცლება. მოსახლეობა შეიძლება დარჩეს ევროპის ბოლო ენთუზიასტად და შესაძლოა სასარგებლო იყოს პატარა ენთუზიასტი ქვეყნა, რომელსაც აქვს ასეთი შური ევროპის მიმართ, რაც თქვენ ხანდახან გავიწყდებათ. თუმცა ასეთმა პოპულიზმმა, რომლის განვითარებასაც ჩვენ ევროპაში ვხედავთ, შესაძლოა ჩვენი შეშფოთება გამოიწვიოს სხვადასხვა ასპექტების გამო. ამან შესაძლოა შეგვაშფოთოს, რადგან ეს წახალისებულია, ხადახან დაფინანსებულიც კი, რუსეთის მიერ – ქვეყნის, რომელსაც ჩვენ კარგად ვიცნობთ, რომელსაც სურს, რომ დაასუსტოს ევროპა შიგნიდან, დაასუსტოს ყველაფერი, რაც მის ირგვლივაა. ეს შესაძლოა წარმოადგენდეს რაღაც სხვა ძალას, მიმზიდველობის სხვა ფორმას – განსხვავებული წესებით და განსხვავებული ღირებულებებით. დღეს რუსეთმა გააცნობიერა, რომ შეუძლია გამოიყენოს ეს პოპულიზმი მის სასარგებლოდ და ასეც აკეთებს, რასაც ის ვერ აკეთებდა გასული წლების განმავლობაში, რადგან მას არ შეეძლო მის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამოყენება. ის ამას აკეთებს საქართველოში, მაგრამ მხოლოდ შეზღუდულად, წარსულში ჩვენი ამ იმპერიასთან კუთვნილების გამო და იმის გამო, რომ ჩვენ ვიცნობთ მისი პროპაგანდის სხვადასხვა ტაქტიკას და იმას, რასაც რუსეთი რბილ ძალას უწოდებს (თუმცა, რუსეთმა არ იცის, რეალურად რას ნიშნავს რბილი ძალა, რადგან რბილი ძალა უნდა იყოს მიმზიდველი, რაც რუსეთმა არ იცის, როგორ დაგეგმოს. მან იცის, როგორ დაყოს და მოახდინოს ზეწოლა მის გარემომცველ სამყაროზე კონტროლირებადი მანერით, განსაკუთრებით ცენტრალურ ევროპაში). პოპულიზმი წარმოადგენს საფრთხეს, რადგან ის პროპაგანდას უწევს პესიმიზმს მომავალში, პესიმიზმს, რომელიც ეუძნება ფაქტს, რომ ევროპა იმ სახით, რომლითაც არსებობს, სრულყოფილი არ არის და პოპულისტების არგუმენტი ისაა, რომ ევროპამ ვერ მოახერხა რაღაცის გაკეთება. და გარკვეულწილად ეს მართალია – ევროპა არ არის სრულყოფილი. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ არ არსებობს ევროპაზე უფრო სრულყოფილი ალტერნატივა და არ არსებობს ევროპის ალტერნატივა. ეს ჩვენთვის არის მთავარი რეალობა, რადგან სადაც ჩვენ ვართ, იმ მიწას, სადაც ვიმყოფებით, უძველესი დროიდან და ამჟამადაც მივიჩნევთ ევროპად – იმ მიწას, სადაც იასონმა მოიტაცა მედეა (ასე რომ ჩვენ გვაქვს მოტაცების ისტორია, რომელიც დასაწყისიდანვე გვაკავშირებს). ეს ევროპული მიწა გარშემორტყმულია თანამედროვე სამყაროს საშიშროებებით და არასტაბილურობით, იქნება ეს რუსეთი ჩრდილოეთით თუ თურქეთი, რომელიც დღეს ძალიან არასტაბილური გახდა და არ ვიცით, როგორ განვითარდება; ირანი სამხრეთით, სადაც კიდევ უფრო მეტი გაურკვევლობაა და არ ვიცით რა მოხდება იმ დაძაბულობის პირობებში, რაც შესაძლოა იქ განვითარდეს – ჩვენი უძველესი მეზობელი, რომელთანაც ყოველთვის გვქონდა სეკულარული ურთიერთობები, ხანდახან საომარი, ხანდახან მშვიდობიანი; ასევე სირია და ტერორიზმი – ეს ყველაფერი ჩვენს ირგვლივაა და ჩვენთან გაცილებით ახლოს არის, ვიდრე თქვენთან. ამიტომ ჩვენ ევროპულ პერსპექტივას გაცილებით უფრო ცხადად ვხედავთ. ამ ევროპას, რომელიც არც ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კონტინენტია და არც სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი; ის არ იძლევა პასუხს სამყაროში არსებულ ყველა შეკითხვაზე. ამის მიუხედავად, ჩვენ ვხედავთ ამ ევროპულ არასრულყოფილებას, როგორც ჩვენს პერსპექტივას და თუ თქვენ გაქვთ რაიმე ეჭვი, ჩვენ ასეთი ეჭვი არ გვაქვს. წარმოვიდგინოთ, რას დაემსგავსება მსოფლიო, თუ ევროპა აღარ იარსებებს.
თუ ამას წარმოვიდგენთ, დავინახავთ სიცარიელეს, რომელიც დაისადგურებს მსოფლიოში ევროპის გარეშე, ევროპის, რომელიც ასაზრდოებს გარკვეულ ღირებულებებს, მნიშვნელოვანწილად უზრუნველყოფს სტაბილურობას, არავის ემუქრება და არავის საზღვრებს არ ადგენს, რასაც ჩვენ ვაკეთებდით მცირე მასშტაბით ჩვენს რეგიონში საქართველოს ისტორიის 27 საუკუნის განმავლობაში, რაც ადრე აღვნიშნე. საქართველო არასოდეს შეჭრილა უცხო ქვეყნის საზღვრებში და ევროპა ზუსტად ამას აკეთებს ამ დიდი პლანეტის მასშტაბით. ევროპა დღეს არის მშვიდობისა და კეთილდღეობის ერთობლიობა ბევრი პრობლემით. საჭიროა ამ პრობლემების მოგვარება. ეს თქვენი გამოწვევაა და ჩვენ მზად ვართ თანდათანობით შევიტანოთ ჩვენი წვლილი, რადგან ჩვენ რეალისტები ვართ და ვიცით, რომ არსებობს კითხვები გაფართოებასთან დაკავშირებით. ჩვენი სურვილი არ არის კარის ძალით შეღება, ჩვენ გვსურს, რომ შევიდეთ ყველა იმ კარიდან, რომელიც გაიღება და ჩვენ უკვე გავიარეთ ზოგიერთი მათგანი; ჩვენ უკვე ვართ „ერასმუსის“ და „ერასმუს პლუსის“ ნაწილი და ამ პროგრამების წყალობით ჩვენს სტუდენტებს შეუძლიათ ევროპაში შესვლა. ჩვენ შევედით კულტურულ ევროპაში, ტრანსპორტირების ევროპაში, სოფლის მეურნეობის ევროპის ზოგიერთ ნაწილში ან უფრო ზუსტად, ჩვენ გვეხმარება სასოფლო-სამეურნეო ევროპა. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მოძრაობას ნაბიჯ-ნაბიჯ. სადაც შეგვიშვებენ, იქ ვიქნებით და ჩვენ ვიქნებით თქვენს მხარეს. ჩვენ თქვენ გვჭირდებით, მაგრამ თქვენ ასევე გჭირდებათ ძალიან პატარა საქართველოს ენთუზიაზმი ევროპის კართან”- განაცხადა ზურაბიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0