საქართველო ისტორიულად იყო და არის მშვიდობიანი რელიგიური თანაარსებობის ქვეყანა

13/04/2023

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ მონაწილეობა მიიღო თურქეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ, საქართველოს მუსლიმი მრევლის საპატივსაცემოდ გამართულ ღონისძიებაში – „იფთარი”.

„მსოფლიოში მილიონზე მეტი მუსლიმი მორწმუნე აღნიშნავს ამ დღეს ოჯახებში. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ და თქვენს მეგობრად და ახლობლად მთვლით. საქართველო ისტორიულად იყო და არის მშვიდობიანი რელიგიური თანაარსებობის ქვეყანა, სადაც გვერდიგვერდ, ერთ უბანში, მრავალი საუკუნეა ფუნქციონირებს სხვადასხვა კონფესიის ეკლესია, სინაგოგა და მეჩეთი“ , – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის. ​მისი თქმით, თურქეთის ელჩი დანიშვნისთანავე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაურ დარგალი და სავალან მიროზევი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და ასევე ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0