საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს მასპინძლობს

20/02/2017

ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებზე იმსჯელეს დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ფორუმზე. ორ დღიანი ფორუმის მიზანია ელექტრონული ჯანდაცვის განვითარების კუთხით ყველა ამ ქვეყნის გამოცდილების გაზიარება და სამომავლო გეგმების დასახვა. საქართველოში უკვე მოქმედებს ელექტრონული რეცეპტების სისტემა. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული ისტორიების სისტემის დანერგვასა და განვითერებაზე. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმში მონაწილეობას 6 ქვეყნის წარმომადგენლი იღებს . შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის განვითარებას. რის შედეგადაც, მოქალაქე მიიღებს კომფორტულ და მაღალხარისხიან მომსახურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0