გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან ერთად მიწისქვეშა წყლების მონიტორინგული ქსელის ბიულეტენის პრეზენტაციას დაესწრო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ კახეთის რეგიონში (ალაზნის არტეზიული აუზი) მონიტორინგი განახლდა. სამუშაოების მიზანია ჰიდრომონიტორინგისათვის შერჩეულ წყალპუნქტებზე (ჭაბურღილები, წყაროები, ჭები) თანამედროვე ავტომატური გამზომი აპარატურის დამონტაჟება და მათი საშუალებით მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიღება.
მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელი იქნება მიწისქვეშა მტკნარი წყლების მაჩვენებლების დროში ცვალებადობის გამოვლენა-დადგენა, რაც ითვალისწინებს ჰიდროგეოლოგიური მოკლე ან გრძელვადიანი პროგნოზების შედგენას. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჰიდრომონიტორინგული კვლევის საფუძველზე შესაძლებელია ამ წყლების ჰიდროდინამიკური და ჰიდროქიმიური მახასიათებლების დროში ცვალებადობის, მითუმეტეს, რომ დღეს წყლის ეკოლოგიური სისტემა სხვადასხვა ბუნებრივი თუ ხელოვნური ფაქტორების ზემოქმედებას განიცდის და მუდმივი დეგრადაციის პირობებში იმყოფება.
სააგენტო მიღებული მონაცემების საფუძველზე მიწისქვეშა მტკნარი წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ ინფორმაციას მიიღებს. გარემოს ეროვნული სააგენტო მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის გაფართოვების მიზნით სხვადასხვა რეგიონებსაც მოიცავს.
საქართველოში მიწისქვეშა მტკნარი წყლების მონიტორინგი განახლდა
27/01/2016