საქართველოში მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების საერთაშორისო ფორუმი გაიმართება

23/01/2018

საქართველოში მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების საერთაშორისო ფორუმი გაიმართება, – ამას ითვალისწინებს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც 23 იანვარს საქართველოს ტექნოპარკში გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, „The Creative Business Cup Foundation“- ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რასმუს თშერინგმა და და „Creative Business Cup Georgia”-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა გელა სულმა. მემორანდუმის თანახმად, 2018 წლის ოქტომბერში საქართველოში მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების კონკურსის დასკვნითი ეტაპი და ინვესტორთა ფორუმი ჩატარდება. კონკურსი, რომელსაც დანიური „The Creative Business Cup Foundation“-ი 2012 წლიდან ატარებს, ყოველწლიურად გამოავლენს სხვადასხვა სფეროში გამარჯვებულ მაღალტექნოლოგიურ სტარტაპებს. მიმდინარე წელს პირველად გადაწყდა, რომ კონკურსი ერთ კონკრეტულ სექტორში – მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიაში ინოვაციური სტარტაპების გამოსავლენად ჩატარებულიყო, ფინალური ეტაპის გამართვის ადგილად კი საქართველო, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება შეირჩა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0