საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშეს როტაცია განხორციელდა

17/08/2017

საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშეს როტაცია განხორციელდა თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშეს გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკ გარიკ ჰარმონს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ლევან იზორიამ ყურადღება ერთობლივ სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-სა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში, საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობაზე გაამახვილა. თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკი გარიკ ჰარმონი უწყებრივი მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“ დააჯილდოვა. უწყების ხელმძღვანელმა მას მადლობის სიგელი და საჩუქრად სნაიპერული შაშხანაც გადასცა. ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. „არმიჰოლში“ აშშ-ის ახალი ატაშე პოლკოვნიკი ჯეფ ჰარტმანიც იმყოფებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0