საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

12/09/2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი მუშაობს შეზღუდვებისა და შეფერხებების გარეშე, 24/7 რეჟიმით.
თუმცა, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მეზობელი ქვეყნის საბაჟო-გამშვებ პუნქტში მიმდინარე სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების გამო, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლისას, საბაჟო პროცედურები თურქეთის მხარეს, ხორციელდება შეზღუდულ რეჟიმში, შეფერხებებით, რამაც უკანასკნელი საათების განმავლობაში გამოიწვია დიდი რაოდენობით სატრანსპორტო საშუალებისა და მგზავრების რიგის ფორმირება თურქეთის მხარეს.
შეგახსენებთ, თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე, მგზავრებს, ავტომანქანებს, ავტობუსებსა და სატვირთო მანქანებს ემსახურება მხოლოდ 2 გასასვლელი (გეითი gate), ერთი გასვლა, მეორე – შემოსვლა).
გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ფუნქციონირებს სპეციალური სერვისი „LIVE კამერა“, http://www.rs.ge/6183 აღნიშნული სერვისის საშუალებით, ნებისმიერ მსურველს, 24 საათის განმავლობაში, პირდაპირი ეთერის რეჟიმით, შეუძლია თვალი ადევნოს საბაჟო-გამშვებ პუნქტებში, მათ შორის, სგპ სარფში არსებულ ვითარებას.
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, სგპ სარფის გავლით საზღვრის კვეთისას, გაითვალისწინოთ შექმნილი ვითარება, ან ისარგებლოთ საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სხვა (სგპ კარწახი, ვალე) საბაჟო- გამშვები პუნქტებით და თავიდან აიცილოთ გადაადგილებისას შეფერხებით და შეზღუდვებით გამოწვეული პრობლემები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0