საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა

21/07/2017

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.
ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად განხილვას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.
დოკუმენტი შეხვედრის მონაწილეებს მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა გააცნეს.
„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მოწვეულ კოლეგებს წარუდგინეს გაწეული 6 ეტაპის სამუშაოს შედეგები, რომელიც მოიცავს დედაქალაქის ტერიტორიის განვითარების კონცეფციას, უფლებრივი ზონირების რუკას, მდინარე მტკვრის გასწვრივ რეკრეაციული არეალების მოწყობის სქემებს და სატრანსპორტო ქსელის განვითარების პერსპექტივებს.
განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა გენგეგმის ჯგუფს თავიანთი წინადადებები გააცნეს. ძირითადი კითხვები მათი მხრიდან გენერალური გეგმის შემდგომ აღსრულებასთან დაკავშირებით დაისვა. ასევე ინტერესი იყო ტრანსპორტის და საცობების მართვა-რეგულირების თემასთან დაკავშირებით. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ტრანსპორტის საკითხებზე დამატებითი განხილვა გერმანელ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან ერთად გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0