საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ორგანიზებულ საქართველოს საკრებულოს წევრთა კონგრესში მიიღო მონაწილეობა. კონგრესის ძირითადი მიზანია საქართველოს მუნიციპალიტეტების მუშაობის ეფექტურობის გაზრდა, დარგობრივი სამინისტროების ხედვებისა და პროექტების გაცნობითა და მათ შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების გზით. კონგრესის მსვლელობისას ღონისძიების მონაწილლები ჩაერთვებიან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შემუშავებაში, როგორიცაა მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობა, მოქალაქეთა ჩართულობის ახალი მექანიზმების ამოქმედება, ცენტრისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლობის ფორმებისა და მექანიზმების შემუშავება და სხვა. კონგრესში მონაწილეობას იღებს საკრებულოების დაახლოებით 100 წარმომადგენელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
საქართველოს საკრებულოს წევრთა კონგრესი გაიხსნა
22/01/2016