საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

15/10/2017

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იოსებ ოსორაულის მეამბოხეების ტყვეობაში ყოფნისშესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, აამოქმედა ყველა მექანიზმისაქართველოს მოქალაქის ტყვეობიდან გამოსახსნელად და საქართველოში დასაბრუნებლად. ამასთან, პირველივე დღეებიდან იოსებ ოსორაულის ოჯახის წევრები და ყველა დაინტერესებული პირი ინფორმირებული იყო ყველა ნაბიჯის შესახებ, რასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად ახორციელებდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ქმედებების შესახებ ინფორმირებული იყო თავად ტყვეობაში მყოფი იოსებ ოსორაული, რომელიც ერთ-ერთ ვიდეოში მადლობას უხდის სამინისტროს ყველა იმ ნაბიჯისთვის, რაც იდგმებოდამის გასათავისუფლებლად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0