ძალაში შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონი, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმასა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს ითვალისწინებს.
კერძოდ:
► საგადასახადო დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მოხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით;
► დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებელი ძირითადი საშუალებების იმპორტი განთავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისაგან;
► მოხდება 100 000-მდე გადამხდელისთვის უიმედო საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა – 2011 წლამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და 2013 წლამდე დარიცხული საგადასახადო სანქციების ჩამოწერა ძირითადი თანხის გადახდის პირობით
► საგადასახადო კონტროლს განახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო.
რაც შეეხება მოგების გადასახადის ამოქმედების საკითხს – ბიზნესთან შეთანხმებით, კანონის საფუძველზე, მოგების გადასახადის რეფორმა ძალაში შევა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან და მოგების გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგება;
აღნიშნულ რეფორმას ექნება პოზიტიური შედეგები. კერძოდ:
• დაჩქარდება ეკონომიკურ ზრდა;
• გაიზრდება ფინანსურ რესურსებზე კომპანიების ხელმისაწვდომობა;
• გაიზრდება ბიზნესში არსებული აქტივების ლიკვიდურობა;
• გაიზრდება ინვესტიციები;
• გაიზრდება კაპიტალის მოცულობა;
• გაიზრდება ბიზნესის კრიზისისადმი მდგრადობა;
• შემცირდება გარე ფინანსური შეზღუდვები;
• ბიზნეს ექნება მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის;
• ჩამოყალიბდება კიდევ უფრო მიმზიდველი კლიმატი ბიზნესის დაწყების და წარმოების კუთხით;
• გამარტივდება საგადასახადო აღრიცხვა და ადმინისტრირება
კანონი საგადასახადო კოდექსში ცვლილების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:https://matsne.gov.ge/ka/document/view/3288317
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები ძალაში შევიდა
02/06/2016