საქართველოს პრეზიდენტს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

12/09/2016

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჯასტინ მაკენზი-სმიტმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.
სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ჯასტინ მაკენზი-სმიტთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.
ახლადდანიშნულმა ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0