საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობის არჩევნების სავარაუდო თარიღი დაასახელა. შესაბამის აქტს არჩევნების დანიშვნის შესახებ გიორგი მარგველაშვილი არჩევნებამდე 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს გამოსცემს.
„ამის თაობაზე ვიმუშავეთ და მოვილაპარაკეთ მთავრობასთან, თუმცა აქტი ამ არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოიცემა 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს. ასეთი გადაწყვეტილება განპირობებულია თუნდაც შარშანდელი წლის გარკვეული გაუგებრობებიდან გამომდინარე იმიტომ, რომ არის გარკვეული საკანონმდებლო დეტალები, არის საბიუჯეტო დეტალები, რომელიც დაკავშირებულია ამ საკითხთან, მაგრამ არის მთავარი – ეს არის პარტიებისთვის გაჭვრეტადობა საარჩევნო გარემოსი და დღეს, 4 თვით ადრე მთავრობასთან ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად, მათ ვაძლევ შემდეგ ინფორმაციას – 4 თვით ადრე მათ იციან მომავალი საარჩევნო კალენდარი, რაც გულისხმობს იმას, რომ დაინიშნება ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს, მაგრამ აქტი, რომლის მიხედვითაც ეს პროცესი იურიდიულად შევა ძალაში, გამოიცემა აგვისტოს ბოლოს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.