საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა

10/03/2016

ჩვენ მოგვეცა საშუალება გვესაუბრა უსაფრთხოების კონტექსტში იმ პროექტებზე, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ახორციელებს, – ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი იყო აზერბაიჯანთან თანამშრომლობაზე საუბარი.

“უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცა საშუალება ჩვენს უმნიშვნელოვანეს პარტნიორთან, აზერბაიჯანთან, ჩვენ მეგობარ ილჰამ ალიევთან გვესაუბრა იმ უმნიშვნელოვანეს თანამშრომლობაზე, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ხორციელდება.
ასევე, მოგვეცა შესაძლებლობა გაგვეკეთებინა აქცენტი კავკასიის სტაბილურობაზე, სწორედ იმ დაძაბულობის ზრდის ფონზე, რომელიც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენს რეგიონში შეიმჩნევა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0