საქართველოს პრეზიდენტი მედიაკონფერენციას დაესწრო

16/06/2016

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპული ჟურნალისტიკის ტრეინინგასოციაციის (EJTA) ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო, რომლის მთავარი თემაა „მედიაწიგნიერება – ახალი რეალობა“.

“როდესაც ურთიერთობ მედიასთან, ეს რეალურად ნიშნავს, რომ შენ ურთიერთობ საზოგადოებასთან.” – ამ სიტყვებით მიმართა ქვეყნის პირველმა პირმა დამსწრე საზოგადოებას და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში მედიის როლზე ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, დემოკრატიული ქვეყნის წინაპირობა დამოუკიდებელი მედიაა.

EJTA-ს ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ორგანიზებით დღეს გაიხსნა, პირველად ტარდება საქართველოში. მასში მონაწილეობენ ქართველი, ევროპელი და ამერიკელი ჟურნალისტები, მედიის მკვლევარები და მედიასკოლების წარმომადგენლები.
კონფერენციის ფარგლებში ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს მიერ საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისათვის გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულიც გამოვლინდება, რომელსაც პრიზს პულიცერის პრემიის მფლობელი და პრიზის თანაავტორი, ჯოშუა ფრიდმანი გადასცემს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0