საქართველოს პრეზიდენტი სტამბოლში ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი მარგველაშვილი ნიგერის პრეზიდენტ მაჰამადუ ისუფუს შეხვდა.შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს, საუბარი შეეხო ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობას, ასევე ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს. მხარეებმა ჰუმანიტარულ პრობლემებზე იმსჯელეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტი ნიგერის პრეზიდენტს შეხვდა
24/05/2016