საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი საპატრიარქოში სააღდგომო ტრაპეზს დაესწრნენ

02/05/2016

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა საპატრიარქოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ტრაპეზს დაესწრნენ და პატრიარქსა და სრულიად საქართველოს დღესასწაული მიულოცეს.
საქართველოს პრეზიდენტი სადღესასწაულო ტრაპეზზე პარლამენტის თავმჯდომარესთან, დეპუტატებთან, მთავრობის წევრებთან და დედაქალაქის მერთან ერთად იმყოფებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0