საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი კათოლიკოს-პატრიარქს ეწვივნენ. გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა. საქართველოს პრეზიდენტის და ილია მეორის საუბარი საპატრიარქოში შედგა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი კათოლიკოს-პატრიარქს ეწვივნენ
25/03/2016