საქართველოს პრეზიდენტი გვატემალას რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

25/09/2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ – იორკში გვატემალას რესპუბლიკის პრეზიდენტს, ჯიმი მორალეს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრისას ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასა და რეფორმების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების საკითხებზე ისაუბრეს. გვატემალა დაინტერესებულია საქართველოში განხორციელებული რეფორმებით, განსაკუთრებით ელექტრონული მთავრობის მიმართულებით და ამ კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარება სურს. გვატემალასათვის საინტერესოა საქართველოსთან სექტორული თანამშრომლობის განვითარება, განსაკუთრებით სახელმწიფო სერვისების მიწოდების მიმართულებით. მხარეებმა ასევე განიხილეს ტურიზმის განვითარების მიმართულებებთან და სავიზო საკითხებთან დაკავშირებული თემები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0