საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო ქართველი და ფრანგი მეცნიერების თანამშრომლობის პერსპექტივებს. ფრანგულმა მხარემ პრეზიდენტს საქართველოში სამეცნიერო ფორუმის ჩატარების ინიციატივა გააცნო. სადაც ქართველი და უცხოელი სტუდენტები, მეწარმეები, პროფესიონალები ერთ სივრცეში გაცვლიან მოსაზრებებს. ფრანგულ მხარეს მსგავსი საერთაშორისო შეხვედრები უკვე დაგეგმილი აქვს ოცამდე უცხოურ სამეცნიერო აკადემიასთან.
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდა
27/08/2019