საქართველოს პრეზიდენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის საგანგებო დავალებათა ელჩებს შეხვდა

11/07/2017

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტმა ელჩებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ უკანონო ქმედებებთან და მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ყოველდღიურად ახორციელებს.
გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარტნიორებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ კიდევ ერთხელ ძალიან მკაცრად დაგმონ და მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია ოკუპაციასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტმა ელჩებთან შეხვედრისას ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე და იმ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით.
გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატებთან განიხილა საქართველოს შიდა პროცესები და საკონსტიტუციო რეფორმის საკითხები. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ პროცესში მხარეებს შორის უაღრესად მნიშვნელოვანი კონსენსუსის მიღწევაა.
პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0