საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, მალტის საგარეო, ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს იან ბორგს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ იან ბორგს მადლობა გადაუხადა ეუთოს მიერ საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ეუთოს ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა დააფიქსირა. იან ბორგის განცხადებით, ეუთო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ეუთოს ურთიერთობებზე, აგრეთვე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს, როგორც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიატორის როლზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, მალტის საგარეო, ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა
15/05/2024