საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის მეფე კარლ XVI – ს შეხვდა

16/06/2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის მეფე კარლ XVI – ს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა მრავალწლიან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას აკავშირებს საერთო ევროპული ღირებულებები და სწრაფვა მშვიდობიანი წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი. მხარეებმა ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელეს, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შეიქმნა. აღინიშნა რეგულარული პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობა. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. შვედეთის მეფის განცხადებით, შვედეთის სამეფო გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული მისწრაფებებისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას. შალვა პაპუაშვილისა და საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი სკანდინავიურ ქვეყნებში შვედეთის სამეფოში დასრულდება. დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0