საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შვედეთის ელჩს შეხვდა

28/06/2019

არჩილ თალაკვაძემ შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ულრიკ ტიდესტრომთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე, შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრეს. არჩილ თალაკვაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა შვედეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფების მხარდაჭერისათვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0