17-18 აპრილს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან საგარეო საქმეთა მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან.
ირანელ კოლეგას მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებს. შეხვედრის დასრულებისშემდგომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მედიის წარმომადგენლებთან განცხადებას გააკეთებენ.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-ირანის ბიზნეს ფორუმი, რომელსაც გახსნიან ირანის საგარეო საქმეთამინისტრი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
ვიზიტის ფარგლებში მოჰამედ ჯავად ზარიფი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირებსდა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
17/04/2017