საქართველოს ნატო-ში 7-8 წლის განმავლობაში არ მიიღებენ

05/07/2016

გოგი თოფაძე ვარაუდობს, რომ საქართველოს ნატო-ში 6, 7 ან 8 წლის განმავლობაში არ მიიღებენ. როგორც თოფაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვარშავის სამიტის შემდეგ ისევ იქნება საუბარი, რომ ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი და ნატო არის ერთადერთი შველა, რასაც ის და მისი თანაგუნდელები არ ეთანხმებიან.

„ჩემი და ჩემი თანაგუნდელების პოზიცია ამასთან დაკავშირებით ცნობილია. გვქონდა შეხვედრები ნატო-ს მაღალჩინოსნებთან. ნატო-ში ჩვენ არ გვღებულობენ. ვარშავის სამიტზე ალბათ იქნება საუბარი ისევ, რომ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია და ნატო არის ერთადერთი შველა, რასაც ჩემი თანაგუნდელები არ ვეთანხმებით. ნატოში ჩვენ არ მიგვიღებენ ალბათ მომდევნო 6, 7 ან 8 წელი. ეს არის ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა თოფაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0