საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტმიოლერესმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი: “ნატოსა და საქართველოს შორის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში თანამშრომლობა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქალბატონ როუზ გოტმიოლერს, მისი ხანგრძლივი მეგობრობისა და მხარდაჭერისათვის ჩვენი ქვეყნის. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგანაც საქართველოს სრული ინტეგრირება ნატოში ეს არის ჩვენი ხალხის, ჩვენი მოქალაქეების არჩევანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეფექტური თანამშრომლობით მივაღწიოთ ამ მიზანს. დღეს ჩვენ გვქონდა საშუალება ძალზედ მნიშვნელოვანი დისკუსიები გაგვემართა, სადაც შეფასდა საქართველოს წარმატება, საქართველოს მიღწევები, როგორც დემოკრატიზაციის, ასევე თავდაცვის შესაძლებლობების გაღრმავებაში, რაც ერთმნიშვნელოვნად იქნა დადასტურებული ჩვენი მეგობრების მხრიდან, თუმცა ასევე მათი მხრიდან მივიღეთ ბევრი რეკომენდაცია, რომლის შესრულებაც ასევე გახდება ჩვენი მიზანი. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პროგრესი ნატოსთან თანამშრომლობის არის სულ უფრო და უფრო ეფექტური, მოგეხსენებათ, რომ ერთობლივი წვრთნების ნაწილში საქართველოს აქვს ბოლო 2019 წლის განმავლობაში სერიოზული წარმატებები და ჩვენ ყველანი მოველით, რომ ეს ეფექტური თანამშრომლობა რომელიც უკვე გადაზრდილია საქართველოს ყველაზე მაღალი ხარისხის თავსებადობაში ნატოს ძალებთან, საბოლოო ჯამში გადათარგმნილი იქნება რეალურ შედეგში და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის, რასაც ქართველი მოქალაქეები აძლევენ ხმას, ამას მხარს დაუჭერენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები”.
როუზ გოტმიოლერი: “ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა აქ ყოფნა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფორმატში, რომელიც 29 მოკავშირე ქვეყანას წარმოადგენს. ეს გახლავთ დემონსტრაცია ნატო-საქართველოს ძლიერი და მზარდი პარტნიორობის. ჩვენ დავასრულეთ პროდუქტიული შეხვედრა ნატო-საქართველოს კომისიის. საქართველო გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე უახლოესი პარტნიორი ჩვენთვის და ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ თქვენს წვლილს ჩვენს ერთობლივ უსაფრთხოებაში. თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ჩვენს მისიებში ავღანეთში, რაც გვაძლევს საშუალებას ვებრძოლოთ ტერორისტების თავშესაფარს და შევქმნათ პირობები ავღანეთში მშვიდობისათვის. გილოცავთ, რომ საქართველოს წარმომადგენელი შტაბის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებს. ავღანეთში წარმომადგენლობის უმაღლესი პოზიციაა, რომელსაც საქართველოს ოფიცერი იკავებს ნატოს მისიებში და ჩვენ ვაფასებთ თქვენს ლიდერობას ამ მიმართულებაში, მივესალმებით ბრიგადის გენერალ ბატონ ჯანჯღავას ამ როლში. გილოცავთ წარმატებას იმ წვრთნების, რომელიც საქართველომ დაგეგმა და გაუძღვა. ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა თქვენს სამხედრო განვითარებაში. ჩვენ დღეს ვზეიმობთ 5 წლის იუბილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ხელმოწერის შემდეგ, რომელიც გააძლიერებს თქვენი ქვეყნის თავდაცვას. დღეს შევთანხმდით, რათა განვაახლოთ არსებითი პაკეტი. ჩვენ მოვისმინეთ ალიანსის წევრების დაპირება რესურსების. თქვენ მოახერხეთ გაძლიერება თქვენი ინსტიტუტების, მოახდინეთ მოდერნიზება თავდაცვის ძალების და თავდაცვის ბიუჯეტის გაფართოებით მოგიწოდებთ და მხარს გიჭერთ ამ მიმართულებით და რეფორმების ჩატარების თვალსაზრისით, რომელიც ეხება თავდაცვის სექტორს და რაც უმნიშვნელოვანესია კანონის უზენაესობისა და სასამართლოს რეფორმების შემდგომი განხორციელებისთვის. მხარს გიჭერთ იმ რეფორმების მიმართულებით, რომელიც საქართველოს აახლოებს ნატოსთან. ბრიუსელის სამიტზე 2018 წელს ალიანსის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს მიღებული იქნება ალიანსის წევრად. ჩრდილო ატლანტიკურ საბჭოზეც იყო ეს გაცხადებული, რაც პირველად გაცხადდა ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს, ნატოს კარი ღია რჩება. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენული უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის მისამართით. მოვუწოდებთ რუსეთს, გამოიწვიოს აღიარება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის და გამოიყვანოს ჯარები საქართველოს ამ რეგიონებიდან. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ რუსული სამხედრო გაძლიერებით შავი ზღვის რეგიონში. ამიტომაც ვაძლიერებთ თანამშრომლობას საქართველოსა და ნატოს საზღვაო ძალებს შორის”.
საზოგადოებრივი მაუწყებელი – ჩემი კითხვა ეხება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს. ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია რუსეთის ფედერაციის პოზიცია. ის ღიად აცხადებს, რომ არ შეეგუება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ამავდროულად არ შეეგუება არც იმას, რომ მის საზღვრებთან ახლოს გაძლიერდეს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით, ყირიმის აგრესიის შემდეგ თქვენ ბევრს საუბრობთ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და ამ მხრივ ნატოს წარმომადგენლობის გაძლიერებაზე. საქართველოს როლი ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ საკითხში. შესაბამისად, ამ ყველაფრის ფონზე, როგორ ხედავთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მომავალს და ხომ არ შექმნის რუსეთის ფედერაციის ასეთი ხისტი პოზიცია გარკვეულწილად ბარიერებს საქართველოსთვის მისი ინტეგრაციის გზაზე.
გიორგი გახარია:”საქართველოს ნატოში ინტეგრაცია არის ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება და ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლო დროის გამოკითხვებით, საქართველოს მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ნატოში სრულ ინტეგრირებას. მეორე – რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საქართველოს ინტეგრირება ნატოში არის მიმართული რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობისკენ და არა ვინმესთვის საფრთხის შექმნისკენ. შესაბამისად, ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რაზე დაყრდნობითაც ჩვენ ვადგავართ, როგორც ჩვენი დემოკრატიზაციის ასევე ეკონომიკური განვითარების და საერთოდ, ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულებით განვითარების გზას. ეს არის ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება, შესაბამისად ვთვლით, რომ ჩვენ გვაქვს იმის თავისუფლება და იმის რესურსი, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, როგორ, რა მიმართულებით, რა სახელმწიფოებრივ გაერთიანებებში იქნება საქართველო”.
როუზ გოტმიოლერი:”არ არსებობს კითხვა, რომ რუსეთი მხარს არ დაუჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს არ გახლავთ რაღაც დიდი სიახლე ვინმესთვის, მაგრამ ეს არაფრით არ უკავშირდება ნატოს პოზიციას ამ მიმართულებით. ნატო ერთგულია იმ ხედვის, როგორც უკვე ვთქვი, რომ საქართველო გაწევრიანდება ალიანსში. ეს საკითხი ძალაშია ბუქარესტის სამიტიდან – 2008 წლიდან, ეს გახლავთ ჩვენი ლიდერების განცხადების ნაწილი, რომელიც გასულ წელს ბრიუსელში გაჟღერდა და გახლავთ ერთობლივი განცხადების ნაწილი, რომელიც ნატო-საქართველოს კომისიამ ახლახან, რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. კიდევ მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ის, რომ ნატო მხარს უჭერს მნიშვნელოვან საერთაშორისო პრინციპებს, რაც ნიშნავს, იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა ქვეყანა დიდია, თუ პატარაა თითოეულ ქვეყანას გააჩნია უფლება საკუთარი უსაფრთხოების სქემა გადაწყვიტოს და აი აქ მთავრდება ყველაფერი. ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი პრინციპი ნატოს თვალსაზრისით. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი მოკავშირეები საუბრობენ საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, ასევე ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენულობის მხარდაჭერის მიმართულებით. უფრო მეტიც, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გააჩნია უფლება შეარჩიოს ევროატლანტიკური გზა. ხაზს ვუსვამთ, რომ ნატოს სურვილი აქვს, იმუშაოს თქვენთან და მოხარულები ვიქნებით, რომ ბიძგი მოგცეთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. კიდევ არის სამუშაო, რეფორმები, პროგრესია მისაღწევი ამ სფეროში, მაგრამ თქვენთან ერთად ვართ ამ მიზნების მისაღწევად”.
ტელეკომპანია „იმედი” – რას უნდა ელოდოს საქართველო ლიდერთა შეხვედრაზე ლონდონში? საქართველო ასრულებს ყველა ნაკისრ ვალდებულებას და თქვენც არაერთხელ აღნიშნეთ ეს და ამაზე თანხმდება ალიანსის წევრი ყველა ქვეყანა. შესაბამისად, მოხდება თუ არა ამ პროგრესის ასახვა ლონდონის სამიტზე, ლიდერთა შეხვედრაზე?
როუზ გოტმიოლერი:”ლონდონის ლიდერების შეხვედრა იქნება ძალზე კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რათა წარუდგინოს თავი საზოგადოებას. ჩვენ დიდ ღონისძიებას ვუკეთებთ ორგანიზებას. ნატოს ჩართულობა მისცემს საშუალებას საქართველოს, საზოგადოების წინაშე გამოვიდეს თავისი პოზიცია განაცხადოს და ესაუბროს ნატოს კავშირს თავის მიზნებზე. ეს არ გახლავთ სამიტი, ეს იქნება ლიდერების შეხვედრა, შეხვედრა მოკლე ფორმატში. აქ არ იქნებიან პარტნიორები, რომელსაც ნატოს ხელმძღვანელობა შეხვდება. ეს ფორმატი იქნება მსგავსი, რომელიც 2017 წელს ჩავატარეთ მაისში, ნატოს შტაბ-ბინაში. თუმცა ეს იქნება საჯარო ფორუმი, საქართველოს ექნება შესაძლებლობა, ილაპარაკოს საკუთარ პროგრესზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის და რეფორმების გზაზე”.