„საქართველოს მოხალისე“ პროექტის პრეზენტაცია ზესტაფონში

16/07/2016

„მოხალისეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამის საქართველოს მოხალისე“ –ს პრეზენტაცია გაიმართა დღეს ზესტაფონში. პროექტში 18 – 25 წლამდე ასაკის ის კატეგორია გაერთიანდა,რომელთაც თავად გამოთქვეს სურვილი საკუთარი ნების საფუძველზე მოახდინონ უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია. ასეთთა შორის კი მუნიციპალიტეტიდან 40 – ზე მეტი წარმომადგენელი შეირჩა. შეხვედრისას ახალგაზრდებმა კონკრეტული ინფორმაცია მიიღეს მომავალში მათ მიერ განსახორციელებელი საზოგადოებრივი აქტივობების შესახებ. პროექტი მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერებას, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისებასა და პოპულარიზაციას ემსახურება. პროექტის პრეზენტაციას გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძეც ესწრებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0