საქართველოს მოქალაქეებისთვის კარგი ახალი წელი იქნება

12/01/2017

მივესალმები ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის (LIBE) მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხისადმი მტკიცე მხარდაჭერას, – აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ პირად გვერდზე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი წერს. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს კარგი ახალი წელი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.
დღეს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა.
კენჭისყრაში 45-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 42-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაცის მხარი დაუჭირა, 2-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 1-მა კი თავი შეიკავა. რაც შეეხება კენჭისყრას პლენარულ სხდომაზე, იგი თებერვალში გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0