საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად რევაზ ჯაველიძე დაინიშნა

Tuesday May 10th, 2022

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად რევაზ ჯაველიძე დაინიშნა. რევაზ ჯაველიძე დღემდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისა და მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას იკავებდა. მას აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში საქმიანობის გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში იგი იყო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, ასევე – მუშაობდა მსხვილ საერთაშორისო კომპანიებში არაერთ თანამდებობაზე.
რევაზ ჯაველიძე ტეხასის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრია. მან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე ილია დარჩიაშვილი შეცვალა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0