საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უკრაინის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

03/06/2021

საქართველოში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციაში უკრაინის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. უკრაინელ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს. დღესვე მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები, დელეგაციის წევრებთან ერთად, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0