საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს მესამე სხდომა გაიმართ

14/09/2017

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს მესამე სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ საჯარო უწყებების, ევროკავშირის, USAID-ის და UNDP-ის ხელმძღვანელი პირები. საბჭოს სხდომაზე განიხილეს საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების შედეგები 6 ძირითადი მიმართულების მიხედვით: პოლიტიკის დაგეგმვა, საჯარო მომსახურება, საჯარო სამსახურის რეფორმა, ანგარიშვალდებულება, საჯარო ფინანსების მართვა და ადგილობრივი თვითმმართველობა. საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის საჯარო მმართველობის რეფორმის ფინანსური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ. ასევე, საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა თემატური სამუშაო ჯგუფები პოლიტიკის დაგეგმვის, საჯარო მომსახურების და საჯარო სამსახურის რეფორმის მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0