საქართველოს მთავარი პროკურორი კორინ იონკერს შეხვდა

29/09/2017

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან – გიორგი გოგაძესთან და გიორგი გაბიტაშვილთან ერთად ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს კორინ იონკერს შეხვდა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი დაინტერესდა, თუ რა ფუნქციები და უფლებამოსილება გააჩნია საქართველოს პროკურატურას არჩევნებთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას და როგორ რეაგირებს უწყება მსგავსი კატეგორიის დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში, რაზეც ირაკლი შოთაძემ სტუმარს სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს წინასაარჩევნო პერიოდში და 2017 წლის 21 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0