გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მთელი საქართველოს მასშტაბით 154 სახერხი საამქრო შეამოწმეს. დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 79 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 24 აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 4 ფაქტი კახეთში დაფიქსირდა, 7 – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 15 ფაქტი სამცხე-ჯავახეთის სამოქმედო ტერიტორიაზე, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე -13, ქვემო ქართლში – 2, ხოლო 1 – ქალაქ თბილისში. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2 ანგარიშგების წესებისა და 13 ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ამოღებულია ლენტური და ცირკული ტიპის 6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და დასავლეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა 5-5 უკანონო სახერხი გამოავლინეს, 3 სახერხი დაილუქა კახეთში, 3 – სამცხე-ჯავახეთში, ხოლო აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. ჯამში, ამოღებულია 10 მ3-მდე უკანონო, პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი, 52 ერთეული წიფლისა და 5 ერთეული მურყანის სახეობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე (მრგვალი მორი), ხოლო სახერხი დანადგარები დაილუქა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკომპრომისო ბრძოლას უცხადებს ხე-ტყის უკანონო ჭრას. აღნიშნულ სამართალდარღვევებზე გამკაცრებული სანქციების პარალელურად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურ მუშაობას აგრძელებენ მსგავსი ფაქტების გამოსავლენად და აღსაკვეთად, ვინაიდან, უკანონო სახერხი საამქროების ფუნქციონირება ხელს უწყობს ხე-ტყით უკანონო სარგებლობას და არაერთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან არის დაკავშირებული.
საქართველოს მასშტაბით 154 სახერხი საამქრო შემოწმდა
03/04/2018