საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 23 350 000 აშშ დოლარი შეისყიდა

09/06/2016

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 23 350 000 აშშ დოლარი შეისყიდა. ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

”დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 23 350 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.1278 შეადგინა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ გუშინ გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0