პარლამენტმა 83 ხმით, 8-ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება. კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით თანმდებობაზე ნიშნავს და თანმდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გათავისუფლებულია თანამდებობიდან – ეროვნული ბანკის საბჭოს არანაკლებს 2 წევრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს ავალებს. კანონის ამოქმედებიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის (გარდა პირველი ვიცე-პრეზიდენტისა) უფლებამოსილების შეწყვეტამდე ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, 3 ვიცე – პრეზიდენტის და სხვა წევრები. კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ზარქუა, გოგი მეშველიანი, რამინა (რიმა) ბერაძე და ანტონ ობოლაშვილი.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა
09/02/2023